აზერბაიჯანში COVID-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობა 37 031-მდე გაიზარდა

აზერბაიჯანში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირების 132 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რითაც ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 37 031-მდე გაიზარდა. ინფორმაციას ამის შესახებ ქვეყნის მთავრობასთან არსებული ოპერატიული შტაბი ავრცელებს.

გასული დღე-ღამის განმავლობაში გარდაცვალების 2 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. COVID-19-ის შედეგად სულ გარდაიცვალა 543 ადამიანი.

გამოჯანმრთელდა 34 419 პაციენტი, ხოლო 2 069 პირი ამ დრომდე მკურნალობს.

ქვეყანაში COVID-19-ზე ჯამში 948 313 ტესტი ჩატარდა.