აზერბაიჯანში COVID-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობა 3749-მდე გაიზარდა

აზერბაიჯანში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირების 118 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რითაც ინფიცირებულთა რაოდენობა 3749-მდე გაიზარდა. ინფორმაციას ამის შესახებ ქვეყნის მთავრობასთან არსებული ოპერატიულ შტაბი ავრცელებს.

გასული დღე-ღამის განმავლობაში კიდევ 1 ადამიანი დაიღუპა. COVID-19-ის შედეგად სულ გარდაიცვალა 44 ადამიანი.

გამოჯანმრთელდა 2340 პაციენტი.

1365 პაციენტი ამ დრომდე მკურნალობს.

ქვეყანაში კორონავირუსზე 252 496 ტესტირება ჩატარდა.