აზერბაიჯანში COVID-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობა 39 188-მდე გაიზარდა

აზერბაიჯანში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირების 146 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რითაც ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 39 188-მდე გაიზარდა. ინფორმაციას ამის შესახებ ქვეყნის მთავრობასთან არსებული ოპერატიული შტაბი ავრცელებს.

გასული დღე-ღამის განმავლობაში გარდაცვალების 1 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. COVID-19-ის შედეგად სულ გარდაიცვალა 575 ადამიანი.

გამოჯანმრთელდა 36 755 პაციენტი, ხოლო 1 858 პირი ამ დრომდე მკურნალობს.