აზერბაიჯანში COVID-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობა 4 271-მდე გაიზარდა

აზერბაიჯანში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირების 149 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რითაც ინფიცირებულთა რაოდენობა 4 271-მდე გაიზარდა. ინფორმაციას ამის შესახებ ქვეყნის მთავრობასთან არსებული ოპერატიულ შტაბი ავრცელებს.

გასული დღე-ღამის განმავლობაში გარდაცვალების 2 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. COVID-19-ის შედეგად სულ გარდაიცვალა 51 ადამიანი.

გამოჯანმრთელდა 2 741 პაციენტი. ხოლო 1 479 პაციენტი ამ დრომდე მკურნალობს.

ქვეყანაში კორონავირუსზე 273 411 ტესტირება ჩატარდა.