აზერბაიჯანში COVID-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობა 4 568-მდე გაიზარდა

აზერბაიჯანში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირების 165 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რითაც ინფიცირებულთა რაოდენობა 4 568-მდე გაიზარდა. ინფორმაციას ამის შესახებ ქვეყნის მთავრობასთან არსებული ოპერატიულ შტაბი ავრცელებს.

გასული დღე-ღამის განმავლობაში გარდაცვალების 2 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. COVID-19-ის შედეგად სულ გარდაიცვალა 54 ადამიანი.

გამოჯანმრთელდა 2 897 პაციენტი. ხოლო 1 617 პაციენტი ამ დრომდე მკურნალობს.

ქვეყანაში კორონავირუსზე 280 663 ტესტირება ჩატარდა.