აზერბაიჯანში COVID-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობა 4403-მდე გაიზარდა

აზერბაიჯანში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირების 132 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რითაც ინფიცირებულთა რაოდენობა 4403-მდე გაიზარდა. ინფორმაციას ამის შესახებ ქვეყნის მთავრობასთან არსებული ოპერატიულ შტაბი ავრცელებს.

გასული დღე-ღამის განმავლობაში გარდაცვალების 1 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. COVID-19-ის შედეგად სულ გარდაიცვალა 52 ადამიანი.

გამოჯანმრთელდა 2819 პაციენტი. ხოლო 1532 პაციენტი ამ დრომდე მკურნალობს.

ქვეყანაში კორონავირუსზე 276338 ტესტირება ჩატარდა.