აზერბაიჯანში COVID-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობა 5 246-მდე გაიზარდა

აზერბაიჯანში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირების 257 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რითაც ინფიცირებულთა რაოდენობა 5 246-მდე გაიზარდა. ინფორმაციას ამის შესახებ ქვეყნის მთავრობასთან არსებული ოპერატიულ შტაბი ავრცელებს.

გასული დღე-ღამის განმავლობაში გარდაცვალების 3 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. COVID-19-ის შედეგად სულ გარდაიცვალა 61 ადამიანი.

გამოჯანმრთელდა 3 327 პაციენტი. ხოლო 1 858 პაციენტი ამ დრომდე მკურნალობს.

ქვეყანაში კორონავირუსზე 294 264 ტესტირება ჩატარდა.