აზერბაიჯანში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირების 168 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რითაც ინფიცირებულთა რაოდენობა 5 662-მდე გაიზარდა. ინფორმაციას ამის შესახებ ქვეყნის მთავრობასთან არსებული ოპერატიულ შტაბი ავრცელებს.
გასული დღე-ღამის განმავლობაში გარდაცვალების 5 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. COVID-19-ის შედეგად სულ გარდაიცვალა 68 ადამიანი.
გამოჯანმრთელდა 3508 პაციენტი. ხოლო 2086 პაციენტი ამ დრომდე მკურნალობს.
ქვეყანაში კორონავირუსზე 302 933 ტესტირება ჩატარდა.