აზერბაიჯანში COVID-19-ით ინფიცირებულთა რიცხვი 1766-მდე გაიზარდა

აზერბაიჯანში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირების 49 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რითაც ინფიცირებულთა რაოდენობა 1766-მდე გაიზარდა. ინფორმაციას ამის შესახებ ქვეყნის მთავრობასთან არსებული ოპერატიულ შტაბი ავრცელებს.

COVID-19-ის შედეგად სულ გარდაიცვალა 23 ადამიანი, გამოჯანმრთელდა 1267 პაციენტი.

476 პაციენტი ამ დრომდე მკურნალობს.