აზერბაიჯანში 26 თებერვალს კორონავირუსზე კიდევ 23 939 ადამიანი აიცრა. ამის შესახებ აზერბაიჯანული მედია იუწყება.
საერთო ჯამში, ქვეყანაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა სულ 257 723 ადამიანმა მიიღო.
აზერბაიჯანში ეპიდემიის გავრცელებიდან დღემდე, COVID-19-ით 233 989 ადამიანი დაინფიცირდა, მათგან 228 479 გამოჯანმრთელდა, 3 213 გარდაიცვალა, ხოლო 2 297 ამ დრომდე მკურნალობს.