აზერბაიჯანში დღეს 65 წელს გადაცილებული ადამიანების ვაქცინაცია იწყება

აზერბაიჯანში დღეს, 8 თებერვალს, 65 წელს გადაცილებული ადამიანების ვაქცინაცია იწყება

ქვეყანაში ამ კატეგორიის 700 ათასი ადამიანი ცხოვრობს.

ამრიგად, 65 წელს გადაცილებული ყველა მოქალაქე, რომელიც რეგისტრირებულია ვებგვერდზე randevu.its.gov.az, მოწვეული იქნება ვაქცინაციაზე SMS შეტყობინების გაგზავნით.

აზერბაიჯანში COVID-19–ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესი 18 იანვარს დაიწყო.

აზერბაიჯანმა ჩინური წარმოების ვაქცინის Sinovac 4 მილიონი დოზა შეიძინა. ერთი ადამიანი ვაქცინის ორ დოზას მიიღებს. ვაქცინის მეორე დოზა პირველი დოზის მიღებიდან 21 დღის შემდეგ გაიცემა.