აზერბაიჯანში ინტერნეტთან წვდომა იზღუდება

აზერბაიჯანის ტრანსპორტის, კომუნიკაციებისა და მაღალი ტექნოლოგიების სამინისტრო ქვეყნის მასშტაბით ინტერნეტზე წვდომას ზღუდავს. ამის შესახებ ადგილობრივი მედია სამინისტროს განცხადებაზე დაყრდნობით იუწყება. 

”ვიმედოვნებთ, რომ აზერბაიჯანის მოქალაქეები გაგებით მოეკიდებიან იმ შეზღუდვებს, რომლებიც შეიძლება არსებულ ვითარებაში წარმოიშვას”, - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.