აზერბაიჯანში ინტერნეტზე წვდომის შეზღუდვა გაუქმდა

ინტერნეტზე წვდომის შეზღუდვა გაუქმდა, რომელიც აზერბაიჯანში სომხეთის მხრიდან ფართომასშტაბიანი პროვოკაციებისა და კიბერ-ინციდენტების პრევენციის მიზნით იყო დაწესებული, მოიხსნა.

"ჯერჯერობით შეზღუდვა ნარჩუნდება ოკუპაციისგან გათავისუფლებულ ტერიტორიებსა და ყოფილი ფრონტის მიმდებარე ტერიტორიებზე", - წერს ადგილობრივი მედია.

აზერბაიჯანის ტრანსპორტის, კავშირისა და მაღალი ტექნოლოგიების მინისტრმა, რამინ გულუზადემ აზერბაიჯანში ინტერნეტის მომხმარებლებს გაგებისთვის მადლობა გადაუხადა.

შეზღუდვა ინტერნეტის წვდომაზე 2020 წლის 27 სექტემბერს დაწესდა.