აზერბაიჯანში კარანტინის რეჟიმი შემსუბუქდება

აზერბაიჯანის მინისტრთა კაბინეტთან არსებული საოპერაციო შტაბის ცნობით, ქვეყანაში სანიტარული და ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესების გამო, 2020 წლის 8 სექტემბრის 00:00 საათიდან საკარანტინო რეჟიმი შემსუბუქდება.

შტაბში აცხადებენ, რომ აზერბაიჯანში სპეციალური საკარანტინო რეჟიმისა და პროფილაქტიკური ღონისძიებების შედეგად კორონავირუსის ინფექციის გავრცელება შეიზღუდა და ინფიცირებულთა რაოდენობა შემცირდა.

მინისტრთა კაბინეტის დადგენილების შესაბამისად, დასაშვები იქნება დახურული ტიპის საკვებ ობიექტებში კლინეტების მომსახურება. ასევე, უქმდება ბაქოში, სუმგაითისა და აფშერონის რაიონებში შესვლასა და გასვლაზე დაწესებული შეზღუდვები. 

აზერბაიჯანში კორონავირუსის სულ 37 031 შემთხვევაა დადასტურებული. 34 419 პაციენტი გამოჯანმრთელდა, ხოლო 543 ინფიცირებული გარდაიცვალა.