აზერბაიჯანში კორონავირუსის 740 შემთხვევა გამოვლინდა

აზერბაიჯანში, ბოლო 24 საათში, კორონავირუსის 740 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 2 442 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 22 კი გარდაიცვალა. 

ინფორმაციას ამის შესახებ ქვეყნის მთავრობასთან არსებული ოპერატიული შტაბი ავრცელებს.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე, აზერბაიჯანში კორონავირუსის 473 459 შემთხვევაა გამოვლენილი, აქედან 436 537 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 6 327 კი გარდაიცვალა.