აზერბაიჯანში ხის გადამამუშავებელი საამქრო იწვის

აზერბაიჯანში, ისმაილის რეგიონში მდებარე ხის გადამამუშავებელ საამქროში ხანძარი გაჩნდა. აზერბაიჯანული მედიის ცნობით, ცეცხლი მოედო საამქროს მიმდებარე მეცხოველეობის ფერმასაც.

შემთხვევის ადგილზე სამი სახანძრო ჯგუფი და 30 მეხანძრეა მობილიზებული. ცეცხლის ჩაქრობას ხელს უშლის საამქროსა და ფერმაში არსებული ხის მასალა და თივა.

გავრცელებული ინფორმაციით, საამქროში დაიწვა 2 კუბური მეტრი ხე და 5 ტონა თივა.

ხანძრის სრულად ლოკალიზება ამ დრომდე ვერ ხერხდება.