აზერბაიჯანში ხვალ მუნციპალიტეტების არჩევნები გაიმართება

აზერბაიჯანში ხვალ მუნიციპალიტეტების არჩევნები გაიმართება. ამის შესახებ Report იუწყება.

5 049 საარჩევნო უბანი ადგილობრივი დროით დილის 08:00 საათიდან გაიხსნება. ცენტრალური საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელის მაზახირ პანახოვის განცხადებით, მოქალაქეები 1 606 მუნიციპალიტეტის მასშტაბით 15 156 დეპუტატს აირჩევენ.

დღეს დილით, 08:00 საათზე ოფიციალურად დაიხურა კანდიდატთა წინასაარჩევნო სააგიტაციო კამპანიები.