აზერბაიჯანში კორონავირუსის ბრიტანული შტამი გამოვლინდა

აზერბაიჯანში კორონავირუსის ბრიტანული შტამი აღმოაჩინეს. ინფორმაციას ამის შესახებ ქვეყნის ჰემატოლოგიისა და ტრანსფუზიოლოგიის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

"SARS Cov-2-ის გენომური ანალიზის შედეგად სამ ნიმუშში 501Y.V1, B.1.1.7 (ბრიტანული შტამი) გამოვლინდა", - აღნიშნულია განცხადებაში.

ნიმუშები აიღეს პირებიდან, რომლებიც აზერბაიჯანში უცხოეთიდან ჩამოვიდნენ. მსგავსი კვლევები საეჭვო ვარიანტებზე დაკვირვების მიზნით რეგულარულად ტარდება.