აზერბაიჯანში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 1340-მდე გაიზარდა

აზერბაიჯანში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირების 57 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რითაც ინფიცირებულთა რაოდენობა 1340-მდე გაიზარდა. ინფორმაციას ამის შესახებ ქვეყნის მთავრობასთან არსებული ოპერატიულ შტაბი ავრცელებს.

COVID-19-ის შედეგად გარდაიცვალა 15 ადამიანი, გამოჯანმრთელდა 528 პაციენტი.

მკურნალობას 797 პაციენტი აგრძელებს. 26 ადამიანის მდგომარეობა მძიმეა, 35-ის - საშუალო სიმძიმის.