აზერბაიჯანში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 926-მდე გაიზარდა

აზერბაიჯანში, გასული დღე-ღამის განმავლობაში, ახალი კორონავირუსით ინფიცირების 104 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფიცირებულთა რიცხვი 926-მდე გაიზარდა.  ინფორმაცია ქვეყნის მინისტრთა კაბინეტთან არსებულმა ოპერატიულმა შტაბმა გაავრცელა.

27 ინფიცირებული პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, ხოლო 35-ის - საშუალო სიმძიმის, გამოჯანმრთელდა 101 პაციენტი, 9 - გარდაიცვალა, მკურნალობას 816 ადამიანი აგრძელებს.