აზერბაიჯანში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 122-მდე გაიზარდა

აზერბაიჯანში კორონავირუსით ინფიცირებულთა 29 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ჯამში ინფიცირებულთა რიცხვი 122-მდე გაიზარდა. ამის შესახებ განაცხადეს ვირუსთან ბრძოლის ოპერატიულ შტაბში, რომელიც რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტთან შეიქმნა.

"დაფიქსირებულია გარდაცვალების ფაქტი", - განაცხადეს შტაბში.

ჯამში კორონავირუსით სამი ადამიანი გარდაიცვალა. 15 პაციენტი გამოჯანმრთელდა.