აზერბაიჯანში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 165-მდე გაიზარდა

აზერბაიჯანში კორონავირუსით ინფიცირებულთა 43 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ჯამში ინფიცირებულთა რიცხვი 165-მდე გაიზარდა. ამის შესახებ განაცხადეს ვირუსთან ბრძოლის ოპერატიულ შტაბში, რომელიც რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტთან შეიქმნა.

"147 აქტიური ინფიცირებული ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ რჩება, 6-ის მდგომარეობა მძიმეა, 11-ის - საშუალო, დანარჩენების - სტაბილური", - განაცხადეს შტაბში.

კარანტინის რეჟიმში 3,485 ადამიანი იმყოფება.

ჯამში კორონავირუსით სამი ადამიანი გარდაიცვალა.