აზერბაიჯანში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 273-მდე გაიზარდა

აზერბაიჯანში ბოლო დღე-ღამეში ინფიცირების 64 ახალი შემთხვევაა გამოვლენილი. ჯამში ინფიცირებულთა რიცხვი 273-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ქვეყნის მინისტრთა კაბინეტთან არსებულ ოპერატიულ შტაბში განაცხადეს.

გამოჯანმრთელდა 26 პაციენტი. 4 გარდაიცვალა.