აზერბაიჯანში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 443-მდე გაიზარდა

აზერბაიჯანში ბოლო დღე-ღამეში ინფიცირების 43 ახალი შემთხვევაა გამოვლენილი. ჯამში ინფიცირებულთა რიცხვი 443-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ქვეყნის მინისტრთა კაბინეტთან არსებულ ოპერატიულ შტაბში განაცხადეს.

გამოჯანმრთელდა 32 პაციენტი. 5 გარდაიცვალა.

მკურნალობას 406 ადამიანი აგრძელებს.