აზერბაიჯანში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 87-მდე გაიზარდა

აზერბაიჯანში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 15 შემთხვევა დადასტურდა, ჯამში ინფიცირებულთა რიცხვი 87-მდე გაიზარდა. ამის შესახებ განაცხადეს ვირუსთან ბრძოლის ოპერატიულ შტაბში, რომელიც რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტთან შეიქმნა.

"76 აქტიური პაციენტი მკურნალობას გადის", - განაცხადეს შტაბში.

აზერბაიჯანში 10 პაციენტი უკვე გამოჯანმრთელდა, ერთი გარდაიცვალა.