აზერბაიჯანში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი გაიზარდა

აზერბაიჯანში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირების 421 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. გარდაიცვალა 33 პაციენტი. ამის შესახებ აზერბაიჯანის ოპერატიული შტაბის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაშია ნათქვამი. 

გაიზარდა გამოჯანმრთელებულთა რაოდენობაც. სამკურნალო დაწესებულება 3 645-მა პირმა დატოვა. 

კორონავირუსის პანდემიის დაწყებიდან დღემდე ქვეყანაში 219 462 შემთხვევა გამოვლინდა. ინფექციისგან გამოწვეულმა დაავადებამ 2 703 პირის სიცოცხლე იმსხვერპლა. გამოჯანრთელებულთა რაოდენობა კი 191 925-ს შეადგენს.