აზერბაიჯანში, ქორწილზე დასასწრებად "კოვიდპასპორტის" წარდგენა სავალდებულო გახდა

აზერბაიჯანში, ეპიდსიტუაციასთან დაკავშირებით მიღებული ახალი რეგულაციების თანახმად, ქორწილებზე დასწრების გამკაცრებული წესი ამოქმედდა.

ქორწილზე, რომელსაც 50-მდე ადამიანი ესწრება, სტუმრებს კორონავირუსის წინააღმდეგ ვაქცინაციის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა ევალებათ. 

საზეიმო ღონისძიებებზე, 18 წელს ზემოთ ყველა სტუმარს მოეთხოვება დოკუმენტის წარდგენა, რომ სრულად ვაქცინირებულია, ან გამომუშავებული აქვს იმუნიტეტი ბუნებრივი გზით, ვირუსის გადატანით.

ამის შესახებ დადგენილებას ხელი აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრმა მოაწერა.