აზერბაიჯანში მიწისძვრა მოხდა

აზერბაიჯანში, გოიგოლის რაიონში მიწისძვრა მოხდა. აზერბაიჯანის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის სეისმოლოგიური სამსახურის რესპუბლიკური ცენტრის ინფორმაციით, მიწისძვრა ადგილობრივი დროით 19:38 საათზე დაფიქსირდა. 

სეისმოლოგიური ცენტრის ცნობით, მიწისძვრის სიმძლავრე ეპიცენტრში 4 მაგნიტუდას, ხოლო ახლომდებარე დასახლებებში 3 მაგნიტუდას შეადგენდა.