აზერბაიჯანში მიწისძვრა მოხდა

აზერბაიჯანში 3.7 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა. ინფორმაციას ამის შესახებ აზერბაიჯანის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის სეისმოლოგიური სამსახურის რესპუბლიკურ ცენტრზე დაყრდნობით ადგილობრივი მედია ავრცელებს.

მიწისქვეშა ბიძგები ადგილობრივი დროით 09:21 საათზე, აღსუს რაიონში დაფიქსირდა.

ინფორმაცია მსხვერპლის ან ნგრევის შესახებ ჯერჯერობით არ ვრცელდება.