აზერბაიჯანში მიწისძვრა მოხდა

აზერბაიჯანში, მასალის რაიონში 3.0 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა.

ქვეყნის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის სეისმოლოგიური სამსახურის რესპუბლიკური ცენტრის განცხადებით, მიწისძვრა ადგილობრივი დროით 07:01 საათზე, ჯალილაბადის სადგურიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით 31 კილომეტრში, 48 კმ სიღრმეზე დაფიქსირდა.

მიწისძვრის შედეგად დაზარალებულებისა და მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.