აზერბაიჯანში მიწისძვრა მოხდა

აზერბაიჯანში, ბილიასუვარის რაიონში მიწისძვრა მოხდა. Report.ge-ს ცნობით, ამის შესახებ აზერბაიჯანული მედია წერს.

აზერბაიჯანის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის სეისმოლოგიური სამსახურის რესპუბლიკური ცენტრის ცნობით, მიწისძვრა ადგილობრივი დროით 08:10-ზე დაფიქსირდა.

მიწისძვრის მაგნიტუდა 3-3,5 იყო. ბიძგები ჯალალაბადის რაიონში იგრძნობოდა.

მიწისძვრის შედეგად დაზარალებულებისა და მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.