აზერბაიჯანში მიწისძვრა მოხდა

აზერბაიჯანში მიწისძვრა დაფიქსირდა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია აზერბაიჯანის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის სეისმოლოგიური სამსახურის რესპუბლიკური ცენტრზე დაყრდნობით ავრცელებს.

კვლევითი ბიუროს ცნობით, მიწისქვეშა ბიძგები ისმაილის რაიონში ადგილობრივი დროით 08:00 საათზე, პირკულის სადგურიდან სამხრეთ-დასავლეთით, 17 კმ-ში დაფიქსირდა.

3 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრის ეპიცენტრი 13 კილომეტრის სიღრმეზე მდებარეობდა.