აზერბაიჯანში მკაცრი საკარანტინო რეჟიმი გახანგრძლივდა

კორონავირუს COVID-19-ის პრევენციის მიზნით, აზერბაიჯანში მკაცრი საკარანტინო რეჟიმი 20 ივლისამდე გახანგრძლივდა. ინფორმაციას ამის შესახებ ქვეყნის მთავრობასთან არსებული ოპერატიული შტაბი ავრცელებს.

გარდა ამისა, ბაქოში მუშაობას წყვეტს მეტროპოლიკენი, შაბათ-კვირას კი სხვა სახის საზოგადოებრივი ტრანსპორტიც გაჩერდება. 

აზერბაიჯანში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირების 572 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რითაც ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 18 684-მდე გაიზარდა. გასული დღე-ღამის განმავლობაში გარდაცვალების 8 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. COVID-19-ის შედეგად სულ გარდაიცვალა 228 ადამიანი. გამოჯანმრთელდა 10 425 პაციენტი. ხოლო 8,031 პირი ამ დრომდე მკურნალობს.