აზერბაიჯანში ორი მიწისძვრა მოხდა

კასპიის ზღვაში მიწისძვრა მოხდა.

აზერბაიჯანის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის სეისმოლოგიური სამსახურის რესპუბლიკურ ცენტრში განაცხადეს, რომ ბიძგები ადგილობრივი დროით 05:26 საათზე, კასპიის ზღვაში გალას სადგურიდან აღმოსავლეთით, 28 კმ-ში დაფიქსირდა.

3.1 მაგნიტუდის მიწისძვრა 62 კმ სიღრმეზე მოხდა.

კიდევ ერთი მიწისძვრა ადგილობრივი დროით 05:18 საათზე დაფიქსირდა, მინგეჩაურის რაიონში, მინგეჩაურის სადგურიდან ჩრდილო-დასავლეთით 21 კმ-ში. 3 მაგნიტუდის მიწისძვრა 14 კმ სიღრმეზე მოხდა და არ იგრძნობოდა.