აზერბაიჯანში რამდენიმე საათში ორი მიწისძვრა მოხდა

აზერბაიჯანში, აღსთაფის რაიონში მიწისძვრა მოხდა. ქვეყნის ეროვნული აკადემიის სეისმოლოგიური სამსახურის რესპუბლიკური ცენტრის ინფორმაციით, 3,2 მაგნიტუდის მიწისქვეშა ბიძგების ეპიცენტრი ყაზახის სადგურიდან ჩრდილოეთ-დასავლეთით 27 კილომეტრში, 7 კმ-ის სიღრმეში დაფიქსირდა.

ეს უკვე მეორე მიწისძვრაა, რომელიც აზერბაიჯანში ბოლო რამდენიმე საათის განმავლობაში მოხდა.

მანამდე, ღამე აღსთაფის რაიონში 3,5 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა.