აზერბაიჯანში რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები იმართება

აზერბაიჯანში რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები იმართება, სადაც ქვეყნის მოსახლეობამ "მილი მეჯლისის" 125 დეპუტატი უნდა აირჩიოს. 

ხმის მიცემა ყველა საარჩევნო უბანზე 08:00 საათიდან დაიწყო. 

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, მაზაჰირ პანახოვის თქმით, წარმომადგენელს 125 ოლქი აირჩევს. მათ შორის 10 - იძულებით გადაადგილებულ პირთა მიერ იქნება არჩეული. დეპუტატის მანდატისათვის 1314 კანდიდატი იბრძვის. აქედან 305 უპარტიოა. რეგისტრირებულ კანდიდატებს შორის 79% მამაკაცია, ხოლო 21% - ქალი. 

არჩევნებში მონაწილეობის უფლება 5 329 460 მოქალაქეს აქვს. სულ დამზადებულია 5 387 600 საარჩევნო ბიულეტენი.

პროცესს 883 საერთაშორისო დამკვირვებელი ესწრება. ისინი 59 ორგანიზაციასა და 58 ქვეყანას წარმოადგენენ. ადგილობრივ დამკვირვებელთა რაოდენობა კი 77 790-ია. 

აზერბაიჯანის რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებს მსოფლიოს 49 ქვეყნიდან 132 მედიასაშუალების 199 წარმომადგენელი აშუქებს. 

საარჩევნო უბნები 19:00 საათზე დაიხურება