აზერბაიჯანში რუსეთ-თურქეთის ერთობლივი მონიტორინგის ცენტრი დღეიდან ამუშავდება - VIDEO

თურქი სამხედრო მოსამსახურეები, რომლებიც მთიან ყარაბაღში, კერძოდ აღდამის რეგიონში, რუსეთ-თურქეთის ერთობლივი მონიტორინგის ცენტრში იმუშავებენ, აზერბაიჯანში ჩავიდნენ. ამის შესახებ აზერბაიჯანული მედია თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით იუწყება.

”რუსეთ-თურქეთის ერთობლივი მონიტორინგის ცენტრი, რომელიც აზერბაიჯანის, რუსეთისა და სომხეთის ლიდერების ერთობლივი შეთანხმების ფარგლებში შეიქმნა, დღეიდან ამუშავდება. თურქი სამხედროები, რომლებიც ამ ცენტრში იმსახურებენ, აზერბაიჯანში ჩავიდნენ", - განაცხადა აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის უფროსმა, ვაგიფ დარგლიახლიმ. 

მან ასევე აღნიშნა, რომ ერთობლივი მონიტორინგის ცენტრის რუსული კონტინგენტი ამ დროისათვის ასევე აზერბაიჯანში იმყოფება.