აზერბაიჯანში საბავშვო ბაღების ნაწილმა მუშაობა დღეიდან განაახლა

აზერბაიჯანში სახელმწიფო და კერძო საბავშვო ბაღებმა მუშაობა დღეიდან განაახლეს, - ამის შესახებ ადგილობრივი მედია წერს.

მათივე ინფორმაციით, გამონაკლისს მხოლოდ ქალაქები ბაქო და და სუმგაითი, ასევე აბშერონის რეგიონი წარმოადგენს, სადაც საბავშვო ბაღებში აღსაზრდელების მიღება 1 ოქტომბრიდანაა დაგეგმილი.

მედიის ცნობით, საბავშვო ბაღების შენობებში შესაბამისი სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა, პედაგოგებს კი ახალ წესებთან დაკავშირებით ინსტრუქციები მისცეს.