აზერბაიჯანში საერთაშორისო თავდაცვის გამოფენა გაიმართება

აზერბაიჯანში 2022 წელს საერთაშორისო თავდაცვის ინდუსტრიის გამოფენა ADEX-2022 გაიმართება.

გამოფენაზე საკუთარ პროდუქციას თურქეთის კომპანიებიც წარადგენს.

"აზერბაიჯანი გამოფენაზე ხელს შეუწყობს თავდაცვის ინდუსტრიის პროდუქტებისა და თურქული წარმოების სისტემების გაყიდვას", - აღნიშნავს აზერბაიჯანული მედია.