აზერბაიჯანში საკარანტინო რეჟიმი 1 დეკემბრამდე გაგრძელდება

ხელისუფლების გადაწყვეტილების თანახმად, აზერბაიჯანში კორონავირუსის ინფექციის გავრცელების და მისი შესაძლო გართულებების თავიდან ასაცილებლად, აზერბაიჯანში სპეციალური საკარანტინო რეჟიმის ვადა 2020 წლის 1 დეკემბრის 06:00 საათამდე გაგრძელდება.  შესაბამის გადაწყვეტილებას ხელი ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, ალი ასადოვმა მოაწერა.

რამდენიმე მსხვილ ქალაქსა და რაიონში საზოგადოებრივი ტრანსპორტი შაბათ კვირას არ იმუშავებს.

ეს გადაწყვეტილება ძალაში 2020 წლის 2 ნოემბრის 06:00 საათიდან შევა.