აზერბაიჯანში საკარანტინო შეზღუდვები მკაცრდება

აზერბაიჯანში დღეიდან საკარანტინო შეზღუდვები მკაცრდება.

14 დეკემბრიდან 18 იანვრამდე კი ქვეყანაში კარანტინის ფარგლებში გამკაცრებული რეგულაციები იმოქმედებს. კერძოდ, 14 დეკემბრის დილის 06:00 საათიდან მოსახლეობა სახლის დატოვებას მხოლოდ სპეციალური ნებართვით შეძლებს, რომელსაც მოკლე ტექსტური შეტყობინებებით მიიღებს.

14 დეკემბრიდან ასევე კვებისა და სავაჭრო ობიექტების მუშაობა იკრძალება. მეტროპოლიტენი 31 იანვრამდე ჩერდება. აზერბაიჯანში უქმე დღეებში არ იმუშავებს საზოგადოებრივი ტრანსპორტი. რამდენიმე ქალაქსა და რაიონში, მათ შორის ბაქოსა და განჯაში, შესვლა და გასვლა იზღუდება.

აზერბაიჯანში კარანტინის განსაკუთრებული რეჟიმი 31 იანვრამდე გახანგრძლივდა.