აზერბაიჯანში საომარი მდგომარეობა გაუქმდა

აზერბაიჯანში საომარი მდგომარეობა გაუქმდა. გადაწყვეტილებას პლენარულ სხდომაზე მილი მეჯლისმა დაუჭირა მხარი.

საომარი მდგომარეობა აზერბაიჯანში 2020 წლის 12 დეკემბერს, 00:00-დან გაუქმდება.

შეგახსენებთ, აზერბაიჯანში საომარი მდგომარეობა 27 სექტემბერს მთიან ყარაბაღში სიტუაციის ესკალაციის შემდეგ გამოაცხადა.