აზერბაიჯანში საზოგადოებრივი ტრანსპორტი სამი დღით გაჩერდება

აზერბაიჯანში, ქვეყნის მინისტრთა კაბინეტის "სპეციალურ საკარანტინო რეჟიმთან დაკავშირებით დამატებითი ზომების" დადგენილების შესაბამისად, 6 მარტის 00:00-დან 9 მარტის 06:00-მდე საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ იმუშავებს.

ამის შესახებ აზერბაიჯანის საავტომობილო ტრანსპორტის სახელმწიფო სამსახურში განაცხადეს.

"ვინაიდან 8 მარტი- ქალთა საერთაშორისო დღე - უქმე დღე არის, საზოგადოებრივი ტრანსპორტი სამი დღის განმავლობაში მთელი ქვეყნის მასშტაბით არ იმუშავებს", - განაცხადა მან.