აზერბაიჯანში საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა ერთი კვირით შეჩერდა

აზერბაიჯანში, რამადანის დღესასწაულთან დაკავშირებით,  საზოგადოებრივი ტრანსპორტით მოძრაობა ერთი კვირით შეჩერებულია. ამის შესახებ აზერბაიჯანული მედია იუწყება.

ადგილობრივი მედიის ცნობით, გადაწყვეტილება  მინისტრთა კაბინეტთან არსებულმა ოპერაციულმა შტაბმა მიიღო.

ქვეყნის მასშტაბით საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა  9 მაისს 00:00 საათიდან 16 მაისის 06:00 საათამდე იქნება შეჩერებული.