აზერბაიჯანში, სომხეთის საზღვართან, კიდევ ერთი სამხედრო ნაწილი ამოქმედდა

აზერბაიჯანმა, საზღვრის დაცვისათვის საჭირო ინფრასტრუქტურის მოწყობისა და სამხედრო პერსონალის მუშაობის გაუმჯობესების მიზნით, სომხეთის საზღვართან კიდევ ერთი სამხედრო ნაწილი მოაწყო. ამის შესახებ აზერბაიჯანული მედია წერს.

სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის (SBS) პრესცენტრის ცნობით, ახალი სამხედრო ნაწილი, 9 მაისს, გუბადლის რაიონის ტერიტორიაზე ამოქმედდა.

აზერბაიჯანის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის უფროსის მოადგილემ, აზედ ალეკპეროვმა აღნიშნა, რომ  ახალი სამხედრო ნაწილის ამოქმედება მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვების დღესა და აზერბაიჯანის ეროვნული ლიდერის, ჰეიდარ ალიევის 98 წლის იუბილეს წინა დღეს დაემთხვა.