აზერბაიჯანში, უქმეების განმავლობაში, საზოგადოებრივი ტრანსპორტით მოძრაობა აიკრძალა

აზერბაიჯანში, დღეიდან, შაბათ-კვირის განმავლობაში, საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილება მთელი ქვეყნის მასშტაბით აიკრძალა.

აზერბაიჯანმა კორონავირუსის გამო დაწესებული სპეციალური საკარანტინო რეჟიმი 28 დეკემბრის 06:00 საათამდე გაახანგრძლივა.

იკრძალება მომსახურების სერვისები ყველგან, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ობიექტების, მათ შორის აფთიაქებისა და სასურსათო მაღაზიების გარდა. ამასთან, სავალდებულოა პირბადეების ტარება როგორც დახურულ, ასევე ღია სივრცეებში.