აზერბაიჯანში ვაქცინაცია 1 177 187 ადამიანს ჩაუტარდა

აზერბაიჯანში დღეს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია კიდევ 100 ადამიანს ჩაუტარდა. ამის შესახებ აზერბაიჯანის მინისტრთა კაბინეტთან არსებულ ოპერატიულ შტაბში აცხადებენ.

ამჟამად, აზერბაიჯანში კორონავირუსზე სულ 1 177 187 ადამიანია აცრილი. პირველ ეტაპზე ვაქცინირებულთა რიცხვი 758 289-ს შეადგენს, მეორე ეტაპზე - 418 898-ს.

შტაბის ცნობით, ვაქცინაცია ქვეყნის ყველა რაიონში წარმატებით გრძელდება.

ცნობისთვის, აზერბაიჯანში COVID-19–ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესი 18 იანვარს დაიწყო.