აზერბაიჯანში დღეს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია კიდევ 34 856 ადამიანს ჩაუტარდა. ამის შესახებ აზერბაიჯანის მინისტრთა კაბინეტთან არსებულ ოპერატიულ შტაბში აცხადებენ.
ამჟამად, აზერბაიჯანში კორონავირუსზე სულ 1 661 772 ადამიანია აცრილი. პირველ ეტაპზე ვაქცინირებულთა რიცხვი 1 001 968-ს შეადგენს, 659 804 პირმა კი უკვე ვაქცინის ორივე დოზა მიიღო.
შტაბის ცნობით, ვაქცინაცია ქვეყნის ყველა რაიონში წარმატებით გრძელდება.
ცნობისთვის, აზერბაიჯანში COVID-19–ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესი 18 იანვარს დაიწყო.