აზერბაიჯანში ვაქცინაცია 428 ათასმა ადამიანმა გაიარა

9 მარტს აზერბაიჯანში კორონავირუსული ინფექციის (COVID-19) საწინააღმდეგო ვაქცინაცია 21 204 ადამიანმა გაიარა.

ინფორმაციას ამის შესახებ ქვეყნის მინისტრთა კაბინეტთან არსებული ოპერატიული შტაბი ავრცელებს.

დღეისათვის აზერბაიჯანში კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა 428 635 ადამიანმა კაიკეთა.

შტაბის ცნობით, ვაქცინაცია ქვეყნის ყველა რაიონში წარმატებით გრძელდება.