აზერბაიჯანში ვაქცინაცია 443 ათასს ადამიანს ჩაუტარდა

11 მარტს აზერბაიჯანში კორონავირუსული ინფექციის (COVID-19) საწინააღმდეგო ვაქცინაცია 9 825 ადამიანმა გაიარა.

ინფორმაციას ამის შესახებ ქვეყნის მინისტრთა კაბინეტთან არსებული ოპერატიული შტაბი ავრცელებს.

დღეისათვის აზერბაიჯანში კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა 443 888 ადამიანმა გაიკეთა.

შტაბის ცნობით, ვაქცინაცია ქვეყნის ყველა რაიონში წარმატებით გრძელდება.